იმუნოლოგიურ-სეროლოგიური კვლევები

იმუნოლოგიურ-სეროლოგიური და მოლეკულური კვლევები გამოიყენება ინფექციების, ორსულობის რისკებისა და ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის მიზეზების დიაგნოსტიკისთვის.

ინფექციები

  • სტანდარტული ტესტირება — აივ-ინფექცია, ჰეპატიტი B და C, სიფილისი
  • სეროლოგიური მარკერები (IgM, IgG) — ქლამიდიოზი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, წითურა
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები PCR მეთოდით — ქლამიდიოზი, გონორეა, მიკოპლაზმოზები და სხვ.
  • მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი (HR-HPV) — PCR და გენოტიპირება

თრომბოფილია და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

  • ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომთან ასოცირებული კვლევები (შეძენილი თრომბოფილიის ფაქტორები)
  • თანდაყოლილი თრომბოფილიის ფაქტორები

ეს კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის (RPL) დიაგნოსტიკისას.

პრენატალური სკრინინგი

  • ორმაგი ტესტი (PAPP-A, თავისუფალი β-hCG) — 11–14 კვირა
  • სამმაგი ტესტი (AFP, β-hCG, თავისუფალი E3) — 16–19 კვირა
  • პრეეკლამფსიის რისკის შეფასება (PlGF) — I, II და III ტრიმესტრი
  • NIPT — არაინვაზიური პრენატალური ტესტი, 10 კვირის შემდეგ

ლაბორატორია ჩართულია ESfEQA-ს (European Society for External Quality Assessment) ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში — წელიწადში ორჯერ კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგები გარე კონტროლს გადის და სიზუსტე წერილობით, სერტიფიკატით დასტურდება.