ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებას თბილისში, რომელიც სპეციალიზებულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უნაყოფობის მკურნალობაზე. ის დაარსდა 2009 წელს და დღეს არის 5-გზის (2016; 2019; 2020; 2022; 2024–2027 წწ.) ოფიციალურად სერტიფიცირებული — ევროპული სტანდარტის (სერტიფიკატების) მფლობელი.
კლინიკა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ენდომეტრიოზის მკურნალობას კომპლექსური და სისტემური მიდგომა დაუთმო, დანერგა ენდომეტრიოზის მართვის საერთაშორისო გაიდლაინები და 2016 წლიდან არის წარმატებული „ენდომეტრიოზის ცენტრი“.
კლინიკას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის (RPL) დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიმართულებით. 2016 წლიდან გაფორმებული აქვს მემორანდუმი ისრაელის სოროკას სამედიცინო ცენტრთან და ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში წარმატებით არის ნამართი 1600-ზე მეტი შემთხვევა.
