გინეკოლოგია

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ამბულატორიული გინეკოლოგიური მომსახურება მოიცავს ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ყველა ასაკში — მოზარდობიდან მენოპაუზის პერიოდამდე.

რეპროდუქციული ასაკი

  • მენსტრუაციული დისფუნქცია, ჭარბი ან გახანგრძლივებული მენსტრუაციული სისხლდენა
  • დისმენორეა (ალგომენორეა) — მტკივნეული მენსტრუაცია
  • გენიტალური ენდომეტრიოზი
  • გინეკოლოგიური ინფექციები
  • კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები
  • ორსულობის მართვის თავისებურებები უნაყოფობისა და ორსულობის ჩვეული შეწყვეტის მქონე პაციენტებში

ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია

  • მენარხე და პოსტმენარხე — ნორმა და პათოლოგია
  • იუვენილური მენსტრუაციული დისფუნქცია და მასთან ასოცირებული ანემიური მდგომარეობები
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და სქესობრივ მომწიფებაში ჩამორჩენა
  • სქესობრივი მომწიფების ეტაპის შეფასება
  • ვულვოვაგინიტები ბავშვებსა და მოზარდებში

მენოპაუზა

  • ბუნებრივი, ადრეული და ქირურგიული მენოპაუზა — ეტაპები და მართვა
  • სისხლდენა პოსტმენოპაუზაში
  • ონკოსიფხიზლე პერი- და პოსტმენოპაუზაში
  • მენოპაუზური ურო-გენიტალური ატროფიული მდგომარეობები

სკრინინგი და დიაგნოსტიკა

  • PAP ტესტი
  • კოლპოსკოპია
  • მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსის (HR-HPV) PCR კვლევა და გენოტიპირება
  • ულტრასონოგრაფია — ტრანსვაგინალური, ტრანსაბდომინური, 3D

საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მართვა ხდება კლინიკის რეპროდუქტოლოგებთან, ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგებთან და ოპერაციულ გინეკოლოგიასთან ერთად.

ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით.