კლინიკური კვლევები

კლინიკური ლაბორატორიული კვლევები ზოგადი ჯანმრთელობის, ორსულობისა და ქირურგიული ჩარევისთვის მზადების შეფასების საფუძველია.

ჰემატოლოგია და ჰემოსტაზი

  • სისხლის საერთო ანალიზი; ჰემოგლობინის განსაზღვრა (სწრაფი მეთოდით)
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა
  • კოაგულოგრამა — APTT, PT, PI, INR, ფიბრინოგენი, TT
  • D-დიმერი

შარდი და ნაცხები

  • შარდის საერთო ანალიზი
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
  • ბაქტერიოლოგიური კვლევა ანტიბიოტიკოგრამით

ციტოლოგია

  • PAP ტესტი (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური სკრინინგი)
  • ბიოპტატისა და ენდომეტრიუმის ასპირატის ციტო- და ჰისტომორფოლოგია

ანდროლოგია

  • სპერმოგრამა — მანუალური და ანალიზატორით
  • ეაკულატის დნმ-ის ფრაგმენტაციის ტესტი

ლაბორატორია ჩართულია ESfEQA-ს (European Society for External Quality Assessment) ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში — წელიწადში ორჯერ კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგები გარე კონტროლს გადის და სიზუსტე წერილობით, სერტიფიკატით დასტურდება.