სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

სონოჰისტეროსალპინგოგრაფია (HyCoSy) – ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილების მდგომარეობის, განსაკუთრებით კი მილების გამავლობის შესაფასებლად. კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს უნაყოფობის დიაგნოსტიკურ შეფასებაში.

პროცედურის დროს საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერის საშუალებით შეჰყავთ სითხე/კონტრასტული ნივთიერება და მისი მოძრაობა ფალოპის მილებში ულტრაბგერითი კვლევით ფასდება. ამ გზით ექიმს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მილები გამავალი.

როდის გამოიყენება სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

სონოჰისტეროსალპინგოგრაფია შეიძლება გამოყენებული იყოს:

  • უნაყოფობის მიზეზების შეფასებისას;
  • ფალოპის მილების გამავლობის შესამოწმებლად;
  • საშვილოსნოს ღრუსა და ენდომეტრიუმის მდგომარეობის შესაფასებლად;
  • საშვილოსნოს ღრუს შესაძლო ცვლილებების გამოსავლენად.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ იგი ულტრაბგერითი მეთოდით ტარდება და რენტგენულ დასხივებას არ იყენებს.