სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, რეპროდუქტოლოგი
- რეპროდუქტოლოგი
- მედიცინის აკადემიური დოქტორი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი
- საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი
- ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი
პროფესიული გამოცდილება
- 2016 – დღემდე: ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა — სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი
- 2015 წლიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი
- 2020 წლიდან: გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში სპეციალიზაციის კურსის ავტორი და ხელმძღვანელი
- 1988–2016: ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — ექიმი რეპროდუქტოლოგი; 2011–2016 — ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი
- 2001–2014: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი
- 2002 – დღემდე: დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროექტები — რეზიდენტურისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსები
განათლება და სამეცნიერო ხარისხი
- 1984–1988: კლინიკური ორდინატურა, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი
- 1998: რეპროდუქტოლოგიის კურსი
- 2002: საკანდიდატო დისერტაცია — „ჰიპოთალამური სინდრომის სხვადასხვა ფორმის კლინიკო-ჰორმონული მახასიათებლები“
- 2004: სამეცნიერო წოდება — მედიცინის დოქტორი
სასწავლო და საერთაშორისო პროექტები
- ოჯახის დაგეგმვა, ეფექტური კომუნიკაცია და კონსულტირება — JHPIEGO / Johns Hopkins University, ნაციონალური მასტერ-ტრენერი (2000–2002)
- ანტე- და პოსტნატალური დახმარების კურსი — Safe Motherhood Project, Curatio International Foundation და MSH, ნაციონალური მასტერ-ტრენერი (2001–2003)
- Healthy Women in Georgia — JSI (John Snow Inc.), მასტერ-ტრენერი; სახელმძღვანელოებისა და კურიკულუმების შექმნა და რეცენზირება (2003–2009)
- „სასიცოცხლო უნარ-ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლებში“ — განათლების სამინისტრო, UNICEF, სამუშაო ჯგუფის წევრი (2002–2005)
- UNFPA — ოჯახის ექიმების ტრენინგი კახეთის რეგიონში (2011)
სამეცნიერო საქმიანობა
88 სამეცნიერო შრომის, 5 ბროშურის და 4 სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო ფორუმებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით.
პროფესიული ასოციაციები
- საქართველოს ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგთა ასოციაცია — ხელმძღვანელი
- საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია, ენდოკრინოლოგთა ასოციაცია, ობეზიტოლოგთა ასოციაცია — წევრი
← კლინიკის გუნდი