იმუნოლოგიურ-სეროლოგიური და მოლეკულური კვლევები გამოიყენება ინფექციების, ორსულობის რისკებისა და ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის მიზეზების დიაგნოსტიკისთვის.
ინფექციები
- სტანდარტული ტესტირება — აივ-ინფექცია, ჰეპატიტი B და C, სიფილისი
- სეროლოგიური მარკერები (IgM, IgG) — ქლამიდიოზი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, წითურა
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები PCR მეთოდით — ქლამიდიოზი, გონორეა, მიკოპლაზმოზები და სხვ.
- მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსი (HR-HPV) — PCR და გენოტიპირება
თრომბოფილია და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
- ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომთან ასოცირებული კვლევები (შეძენილი თრომბოფილიის ფაქტორები)
- თანდაყოლილი თრომბოფილიის ფაქტორები
ეს კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის (RPL) დიაგნოსტიკისას.
პრენატალური სკრინინგი
- ორმაგი ტესტი (PAPP-A, თავისუფალი β-hCG) — 11–14 კვირა
- სამმაგი ტესტი (AFP, β-hCG, თავისუფალი E3) — 16–19 კვირა
- პრეეკლამფსიის რისკის შეფასება (PlGF) — I, II და III ტრიმესტრი
- NIPT — არაინვაზიური პრენატალური ტესტი, 10 კვირის შემდეგ
ლაბორატორია ჩართულია ESfEQA-ს (European Society for External Quality Assessment) ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში — წელიწადში ორჯერ კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგები გარე კონტროლს გადის და სიზუსტე წერილობით, სერტიფიკატით დასტურდება.