გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია ქალის ორგანიზმში ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს — რეპროდუქციულ ასაკში, ბავშვობასა და მოზარდობაში, ასევე მენოპაუზის პერიოდში.

რეპროდუქციული ასაკი

  • საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომი (PCOS)
  • ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი
  • მენსტრუაციული დისფუნქცია
  • მენსტრუაციისწინა სინდრომი (PMS)
  • კლიმაქტერული სინდრომი
  • ჭარბი წონა, სიმსუქნე და რეპროდუქციული სისტემის მეტაბოლური პრობლემები
  • ესთეტიკური ენდოკრინოლოგია — ჰიპერანდროგენული დერმატოპათიები: აკნე, სებორეა, როზაცეა, ჰირსუტიზმი (პათოლოგიური თმიანობა)
  • უნაყოფობის ენდოკრინული მიზეზები

ბავშვები და მოზარდები

  • რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების პერიოდის ენდოკრინული პრობლემები
  • სხეულის მასის ცვლილებები, სიგამხდრე, ჭარბი წონა — ასაკობრივი კორექცია
  • ჰორმონული გამონაყარი და ჰიპერანდროგენული მდგომარეობები
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და მომწიფებაში ჩამორჩენა

საჭიროებისას მართვა ხდება ბავშვთა ენდოკრინოლოგთან და პედიატრთან ერთად.

მენოპაუზა და ჰიპოესტროგენული მდგომარეობები

  • საკვერცხეების ნაადრევი და ადრეული განლევის სინდრომი
  • ქირურგიული მენოპაუზა
  • მენოპაუზური მეტაბოლური პრობლემები
  • მართვის ჰორმონული და ალტერნატიული შესაძლებლობები

დიაგნოსტიკისთვის კლინიკის ლაბორატორიაში ტარდება ჰორმონული, მეტაბოლური და ბიოქიმიური კვლევების სრული სპექტრი.

ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით.