რეპროდუქტოლოგია

რეპროდუქტოლოგია კლინიკის ძირითადი მიმართულებაა. 2009 წლიდან დღემდე კლინიკაში დადგა 9000-ზე მეტი ორსულობა.

მომსახურება

  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ინ ვიტრო განაყოფიერება — IVF, IVF-ICSI
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)
  • ემბრიოტრანსფერი — ახალი (ET) და გაყინული (FET) ემბრიონის გადატანა
  • ოოციტების, სპერმისა და ემბრიონების კრიოპრეზერვაცია, მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებში
  • გამეტების (ოოციტების, სპერმის) დონაცია
  • სუროგაცია
  • TESA — სპერმის მიღება სათესლე ჯირკვლიდან
  • ემბრიონის ბიოფსია და პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT-A)
  • ERA ტესტი — ენდომეტრიუმის რეცეპტიულობის შეფასება
  • ორსულობის მართვა
  • სქესობრივი ჯანმრთელობა

ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა (RPL)

RPL-ის მიმართულებით კლინიკას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან გაფორმებული აქვს მემორანდუმი ისრაელის სოროკას სამედიცინო ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც ნამართია 1600-ზე მეტი შემთხვევა.

ორსულობის ზედიზედ ორჯერ ან მეტჯერ შეწყვეტა მოითხოვს კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ კვლევას. ფასდება:

  • გენეტიკური ფაქტორები — მშობლების კარიოტიპირება და ნაყოფის გენეტიკური ანალიზი
  • ანატომიური მიზეზები — საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, პოლიპები, მიომები (ჰისტეროსკოპიითა და ულტრაბგერითი კვლევით)
  • ენდოკრინული დარღვევები — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ინსულინრეზისტენტობა, ჰორმონული დისბალანსი
  • იმუნოლოგიური და ჰემოსტაზური ფაქტორები — ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS) და თრომბოფილიები

მკურნალობა ინდივიდუალურია, ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ კორექციას, ქირურგიულ ჩარევას (ენდომეტრიუმის პათოლოგიების მოცილება) ან დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, საჭიროებისას — ემბრიონის გენეტიკური სკრინინგით (PGT).

ენდომეტრიოზი

კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ენდომეტრიოზის მკურნალობას კომპლექსური და სისტემური მიდგომა დაუთმო და 2016 წლიდან ფუნქციონირებს როგორც „ენდომეტრიოზის ცენტრი“. ენდომეტრიოზი განიხილება როგორც ქრონიკული სისტემური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე, ნაყოფიერებასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

  • დიაგნოსტიკა — მაღალკვალიფიციური ულტრაბგერითი კვლევა, ლაბორატორიული მარკერები, დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია
  • ქირურგიული მკურნალობა — ორგანოშემნარჩუნებელი, დამზოგველი ლაპაროსკოპიული ოპერაციები
  • კონსერვატიული მართვა — ჰორმონული თერაპია ტკივილის მართვისა და რეციდივის პრევენციისთვის
  • ენდომეტრიოზი და უნაყოფობა — ფოლიკულოგენეზის მონიტორინგი, მილების გამავლობის შეფასება, საჭიროებისას — ინ ვიტრო განაყოფიერება

ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით.