ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორია კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და სპეციალიზებული დანაყოფია, განსაკუთრებით რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. 2026 წელს ლაბორატორიაში 34 000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა.

ლაბორატორიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან გვენეტაძე. ლაბორატორიის ექიმები კლინიცისტ ექიმებთან ერთად გუნდური პრინციპით მუშაობენ.

პასუხების სიზუსტისთვის ლაბორატორია ჩართულია ESfEQA-ს (European Society for External Quality Assessment) ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში — წელიწადში ორჯერ კვლევების შედეგები გარე კონტროლს გადის და სიზუსტე წერილობით, სერტიფიკატით დასტურდება.

ლაბორატორიული მიმართულებები